მეწყრული პროცესის გამო, სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია

გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელოდებიან შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

banner
წინა სტატიაშირატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა არ ვიცი – კობახიძე დავით ჯელაძის შესახებ დასმულ კითხვაზე
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი, ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული კი არავინ არის – კალაძე