მეწყრული პროცესის გამო, ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკვშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა ჩაიკეტა

მეწყერის ჩამოწოლის გამო, ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკვშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა ჩაიკეტა.

მეწყრული პროცესების აქტიურობის გამო, აღნიშნული გზის სოფელ ლაჯანის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერ ვერ ხერხდება

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს მეწყრული პროცესის შეჩერებისთანავე დაიწყებს.

რაც შეეხება გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს, მარგველიძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მათთან კომუნიკაციაშია და მათთვის მედიკამენტების და პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდება დროულად მოხდება.

მეწყრული პროცესი ლაჯანურჰესის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარდება.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ვინც იყენებს ფილერს, Pfizer-ით აცრის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ გართულებები