17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

მეწყერი შოვის შესასვლელიდან იწყება და საკმაოდ ძლიერია – ხიდი და ცენტრალური გზის გარკვეული ნაწილია წაღებული, რის გამოც ამ ეტაპზე წინ ვეღარ გადავადგილდებით – გუბერნატორის მოადგილე

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე განცხადებით, მეწყრული და პრობლემური მონაკვეთები შოვის შესასვლელიდან იწყება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე, მეწყრულ ზონასთან მიახლოება უჭირთ, რადგან ხიდი არის წაღებული.

„გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ქრისტინე კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიყველაფერი ჩახერგილია, გადარჩენის ერთადერთი შანსი არის სამაშველო – მოქალაქე დამეწყრილი ზონიდან
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – ფასდაუდებელია, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად