მეწყერი ქვიშხეთში გააქტიურდა, მიმდინარეობს ევაკუაცია

მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს სურამიდან და ქვიშხეთიდან, სადაც დასახლებულ პუნქტებში მიწის მასა ჩამოწვა. მეწყრული პროცესები შიდა ქართლში დილიდან გააქტიურდა.

ქვიშხეთში მთის მასა იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, განსაკუთრებულად სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდა 2 ოჯახი. დაზიანდა სახლები, დაშავებული არავინაა. სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით, ადგილზე მუშაობას გეოლოგები დაიწყებენ და სწორედ მათი დასკვნაის შემდეგ გახდება ცნობილი, დაუბრუნდებიან თუ არა ევაკუირებული ოჯახები საცხოვრებელ ადგილებს.

banner
წინა სტატიაშიბოტკოველი: „პასუხისმგებლობიანი მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს, სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერის-გლეხის მხარდაჭერა
შემდეგი სტატიაბუჩკური კობახიძეს- თქვენ, გიორგი გახარიას საქებარ ლექსებსაც უძღვნიდით