24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პროგრამა 22, 23 და 24 აპრილს ზუგდიდში გაიმართება და მასში მონაწილეობას 25-მდე მეწარმე ქალი მიიღებს.

ინიციატივის მიზანია, ინოვაციური იდეების მქონე ქალი მეწარმეების მხარდაჭერა — იდეის ფორმირებიდან ბიზნესის განვითარებამდე. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით ხორციელდება.

მონაწილეებს ელოდებათ პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი და ინტენსიური ვორკშოპები, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. პროგრამა ასევე მოიცავს რეკომენდაციებს დაფინანსების მოზიდვისა და ბიზნესის ეფექტიანი განვითარებისთვის, ხოლო დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საგრანტო კონკურსში ჩაერთონ და საკუთარი იდეის რეალიზაციისთვის ფინანსური რესურსები მოიზიდონ.

საქართველოს ბანკი განაგრძობს მეწარმე ქალების გაძლიერების მხარდაჭერას და მათთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც რეალურ ბიზნეს ზრდას უწყობს ხელს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

 

banner
წინა სტატიაშიტრამპის განცხადებით, იტალიელ კოლეგას, ჯორჯია მელონის „სიმამაცე აკლია“
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან