მეტს რას ელოდებით თბილისის მერიისგან?- ნარმანია NDI-ის კვლევას აფასებს

მე ვფიქრობ, რომ განწყობა გაცილებით უკეთესი, პოზიტიური და მაღალრეიტინგულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

“ზოგადად NDI-ს კვლევის მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების პოზიცია საერთოა. ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ. თუ რასაც ჩვენ ვაკეთებთ არაფერს ნიშნავს და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქის მერი დაბალრეიტინგულია, მაშინ იგივე საზოგადოებას უნდა ვკითხოთ- მეტს რას ელოდებიან თბილისის მერიისგან? – მე ვფიქრობ, რომ განწყობა გაცილებით უფრო უკეთესია, პოზიტიურია და მაღალრეიტინგულია”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიპარტიებმა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ, რომ მოიგონ საქართველოს მოსახლეობის გული-ლორა ტორნტონი
შემდეგი სტატია108 500 ლარი ივანიშვილის კომპანიას „ბლექ სი არენას“ სახურავის სამართავად