მეტროსადგური „ავლაბარი“ ამ დროისთვის დაკეტილია

სამართალდამცველების ინფორმაციით, მეტროსადგური „ავლაბარი“ ამ დროისთვის დაკეტილია.

ამის მიზეზი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრაა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა
შემდეგი სტატიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა