მეტროსადგურებზე „ვაჟა-ფშაველა” და „სახელმწიფო უნივერსიტეტი” ტექნიკური შეფერხება იყო

მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა” და „სახელმწიფო უნივერსიტეტი” 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობდა და მგზავრების მომსახურება მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე” იყო შესაძლებელი.

ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი”- „ვარკეთილი”) შეუფერხებლად მუშაობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა სენაკში-მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო