მეტროსადგურ “ვარკეთილში” ისევ უცნობი შეფერხებაა

ტვ “პირველის” ცნობით, მეტროსადგურ ვარკეთილიდან მგზავრები ამოიყვანეს. მათ განუცხადეს, რომ მატარებელი არ მოვა, თუმცა, მიზეზები არ განუმარტავთ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ სადგურში ასე ხშირად ხდება.

შეგახსენებთ, მეტროსადგური “ვარკეთილი” ამ დრომდე არ არის გარემონტებული, იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქის მერმა კარგა ხნის წინ დადო მისი ფასადის შეკეთების პირობა.

banner
წინა სტატიაშითემურ ქათამაძე ქვეყნიდან გააძევეს – “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”
შემდეგი სტატიასუბოტექსი, მეფედრონი, მარიხუანა – თბილისში სამი ნარკორეალიზატორი დააკავეს