მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ მამაკაცი გარდაიცვალა

მეტროს სადგურ ”სარაჯიშვილთან” მიმდინარე მშენებლობაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავში სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილი საგანი დაეცა.

როგორც ”თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ “ნაძალადევში” მამაკაცის დაღუპვის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე: დასრულდა ბერლინის სამიტი მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე