მეტროსადგურ მარჯანიშვილზე მატარებლის ლიანდაგებში ქალი ჩავარდა

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

მეტროსადგურ მარჯანიშვილზე, დღეს დილით მატარებლის ლიანდაგებში 36 წლის ქალი ჩავარდა, როგორც ცნობილი გახდა, მემანქანემ მატარებელი დროულად გააჩერა და ქალს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 1982 წელს დაბადებული ქალი მატარებლის ლიანდაგებს შორის სიცარიელეში ჩავარდა. ბაქანზე შესვლამდე მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება მოახერხა და ქალის ამოყვანა დროულად შეძლეს მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

ინციდენტის გამო მეტროსადგურზე 10 წუთის განმავლობაში შეფერხება იყო – ადამიანის უსაფრთხოდ ამოყვანის მიზნით, გამორთეს დენის ძაბვა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მთავრობას მიმართავს, წინასაარჩევნოდ პროექტების რეკლამირებისგან თავი შეიკავოს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “მე დავასახელებ გვარს – მოსამართლის სკანდალური განცხადება პოკურატურაში შესვლამდე