მეტროსადგურ „ისანში“ მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა, რის გამოც მეტროს მუშაობა შეფერხდა

მეტრო

მეტროსადგურ „ისანში“ მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა, რის გამოც მეტროს მუშაობა შეფერხდა
მეტროსადგურ „ისანში“ მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. როგორც თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში აცხადებენ შემთხვევის გამო ძაბვა გათიშეს. შედეგად, მეტროპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთის გამნავლობაში შეწყდა.

მეტროს პრესსამსახურის ცნობით, მგზავრი უვნებლად ამოიყვანეს. გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მგზავრს სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა. ამჟამად მას მეტროს პოლიციაში გამოკითხვა უტარდება.

თბილისის მეტროპოლიტენი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზა“ წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა
შემდეგი სტატია„შუბლებს დაგიხვრეტთ“ – რა წერია სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილებისადმი გაგზავნილ მუქარის შეტყობინებებში