მეტროსადგურ „გოცირიძიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ დროებითი ავტობუსის მარშრუტი დაინიშნა

მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, აღნიშნული სადგურიდან მეტროსადგურ დიდუბემდე (ზედა სადგური) მგზავრებს №169 ავტობუსი მოემსახურება.

№169 ავტობუსის მარშრუტი დროებითია და იფუნქციონირებს „გოცირიძის“ გახსნამდე, 30-წუთიანი ინტერვალით. ხაზზე ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს დილის 07:00 საათზე და დაასრულებს 22:30 საათზე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ
შემდეგი სტატიაგომელაური – მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას