დიდუბის მეტროში ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა – „ახმეტელიდან” სადგურის მოედნამდე მეტროს მოძრაობა შეჩერებულია.
„მეტრო ნაწილობრივ არის შეფერხებული, ვერ ვემსახურებით მგზავრებს „ახმეტელიდან” სადგურის მოედნამდე. „დიდუბეში” მგზავრი ჩავარდა ლიანდაგებში. შესაბამისად, მოძრაობა შევაჩერეთ. მგზავრებს ვემსახურებით მხოლოდ „სადგურიდან” „ვარკეთილამდე”, – უთხრეს „პუბლიკას” სატრასპორტო სამსახურში.














