მეტროსადგურ “300 არაგველზე” მგზავრებს მატარებლის ვაგონი დაატოვებინეს

მორიგი შეფერხება თბილისის მეტროში – მეტროსადგურ „300 არაგველზე“ მგზავრებს მატარებლის ვაგონი დაატოვებინეს, მიზეზი მათთვის არ განუმარტავთ, მატარებელი ჩიხშ გადაიყვანეს, მგზავრები კი სხვა შემადგენლობაში გადაიყვანეს:

„300 არაგველზე” როგორც კი შევედით, გარედან ატყდა განგაში. თავიდან ჩხუბი გვეგონა და შემდგომ საპატრულო პოლიციის ფორმებით ჩამოიარეს. დაიყვირა ვიღაცამ განგაშიაო და მთელი ვაგონი დაგვცალეს. თან გადაამოწმეს რომ მგზავრი არავინ დარჩენილიყო. შემდეგ ერთად შეგვკრიბეს. თავიდან ინფორმაცია არაფერი არ მოგვაწოდეს. რამდენიმე წუთში გვითხრეს რომ შეგვეძლო შემდეგ გამვლელ ვაგონს გავყოლოდით. არავინ არ თქვა რა მოხდა. უბრალოდ ატყდა ამბავი რომ განგაში იყო და უნდა დაგვეცალა ვაგონები ყველას,“- აცხადებს თვითმხილველი.

banner
წინა სტატიაშიროგორ ახერხებთ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში ამდენი სამარცხვინო ფაქტი მოხდა და პასუხისმგებლობა არაფერზე არ აიღეთ?
შემდეგი სტატია„ხელებს ნუ იშვერთ!…მეც შემიძლია გამოვიშვირო და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში”