მეტროს სამი წლის განმავლობაში 12 ახალი შემადგენლობა დაემატება

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

მეტროს 3 წლის განმავლობაში 12 ახალი შემადგენლობა დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დღეს მეტროს 43 შემადგენლობა ემსახურება და ჩვენი მიზანია, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მეტროს დაემატოს კიდევ 12 შემადგენლობა. ამით ჩვენ შევძლებთ შევამციროთ გაჩერებებზე მოლოდინის რეჟიმი და მნიშვნელოვნად გავზარდოთ მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ავტობუსების განვითარებასთან ერთად, იმისთვის, რომ გავაჩინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის კიდევ უფრო დიდი სტიმული და შევამციროთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მეტროს შემადგენლობების დამატება 2019-2021 წლებში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : მეც იმავეს ვფიქრობ ყვითელ ავტობუსებზე, რასაც თითოეული მოქალაქე
შემდეგი სტატიაშეთანხმება არსებობს, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება და მას დავუჭერთ მხარს – გია ვოლსკი