მეტროს სადგურებზე „ვარკეთილი“, „სამგორი“ და „ისანი“ მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია

metro

თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურზე მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია.  მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.

ამ მომენტისთვის გზავრთა გადაყვანა არ ხდება ვარკეთილი, სამგორისა და ისნის მეტროსადგურებიდან.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა.

ტექნიკური ხარვეზის შესახებ შეტყობინება კომპანიაში 10:20 საათზე შევიდა, თუმცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ვერ ასახელებენ, რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი.

მათი განცხადებით, ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლები „ახმეტელიდან“ „300 არაგველამდე“ მოძრაობენ.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი : კობა ხაბაზს, ერთ-ერთი აქტივისტის ფეისბუქპოსტის გამო, გიგა ბოკერიამ საქმე გაურჩია
შემდეგი სტატიასერგო რატიანი : ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა