25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია და მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ მგზავრები ვერ გადაადგილდებიან.

ამ დროისთვის მეტრო მგზავრებს მხოლოდ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „სადგურის მოედნამდე“ ემსახურება.

„მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო მს „რუსთაველზე”, პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა. მგზავრებს ვემსახურებით მს „ახმეტელის თეატრიდან“ მს „სადგურის მოედნამდე“. „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ დროებით ვერ გადაგვყავს მგზავრები. როგორც კი დაზიანებულ მატარებელს გადავიყვანთ ჩიხში, მოძრაობას სრულად განვაახლებთ“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

banner
წინა სტატიაშიCNN: ჯეი დი ვენსმა ირანთან მოლაპარაკებების შემდეგ შვეიცარია დატოვა და განაცხადა, რომ პროგრესი შეინიშნება
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა