მეტრომშენში სამ მისამართზე გზის საფარი წესრიგდება

ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მეტრომშენში, სამ მისამართზე გზის საფარს აწესრიგებს.

სამუშაოების შედეგად, ჯამში, 8 071 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყობა.

პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 370 300 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს შპს „არსაკიძე-2000“ და შპს „აკა“ ახორციელებს.

მიმდინარე პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო.

banner
წინა სტატიაში26 წლის ქართველი პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიამოლუსკებსაც სტკივათ – ბრიტანეთში უხერხემლოების გრძნობათა დაცვის შესახებ კანონს განიხილავენ