თბილისში, მეტრო „ვარკეთილთან“ მამაკაცმა მეგობარი ყელის არეში დაჭრა და გაიქცა. დაჭრილი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.