METRO-ს დირექტორის თქმით, ოცნების კლიპი მან გადაიღო, კომპანიას თანამშრომლები ტოვებენ

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კლიპი JWT METRO-ს დირექტორის, ნიკა ბოჭორიშვილის გადაღებულია. ამის შესახებ ბოჭორიშვილი ფეისბუქზე თავად წერს.

“ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად”- წერს ბოჭორიშვილი.

მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში ბოჭორიშვილის პოსტი გამოჩნდა, რამდენიმე თანამშრომელმა სამსახურის დატოვებაზე დაწერა. მათ შორისაა სანდრო ჯავახიშვილი.

“სამწუხაროა, რომ კომპანიაში სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად და სწრაფად მივიღებდი. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ეს კომპანიაზე არაფერ კარგს მაინც არ ამბობს. P.S. ვეძებ სამსახურს”- წერს ის.

ამის პარალელურად, JWT METRO-მ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაპოსტა: “JWT METRO left job at JWT METRO”. გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პოსტი წაიშალა.

banner
წინა სტატიაშიენგურჰესის დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ, მტკიცებულებები გვაქვს და ყველა საერთაშორისო მისიას უკვე გადავეცით – ანა წითლიძე
შემდეგი სტატიაJWT Metro კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელმა სანდრო ჯავახიშვილმა დატოვა