მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უცნობმა პირებმა რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეოც.