“მეტრო პლიუსს” ფოთის მერის ძმა ლობირებს

vaxtang-kakulia“მეტრო პლიუსის” ავტობუსმა ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით, მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, პირველი რეისი შეასრულა. ქალაქიდან ავტობუსი 12 საათზე გავიდა. “მეტრო პლიუსის” ოფისში ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ძმა, ვახტანგ კაკულია იმყოფებოდა. მძღოლების განცხადებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიას “მეტრო პლიუსი” სწორედ, ფოთის მერის ძმა ლობირებს.
“ბიზნესმენი ვარ და კანონიერად ვაკეთებ ყველაფერს,სხვა ბიზნესიც მაქვს და ჩემი ძმა აქ არაფერ შუაშია. ის არის ქალაქის მერი. მე კი თავისუფალი ადამიანი,რომელსაც ბიზნესის კეთების უფლება აქვს-განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის მერის ძმამ, ბიზნესმენმა ვახტანგ კაკულიამ.

“მეტრო პლიუსის” დამუძნებელი ვახტანგ კაკულიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად კაკულიამ დაადსტურა.

ცნობისთვის, დილიდან ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საიდანაც “მეტრო პლიუსის”ავტობუსს დღეს თბილისის მიმართულებით პირველი რეისი უნდა განეხორციელებინა, მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ამავე აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პაპავას მხარდამჭერი პროფესორები შიმშილობას დროებით წყვეტენ
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია: შანტაჟის არ მეშინია და მოლოდინი მაქვს, რომ კადრები გამოქვეყნდება