მეტროსადგურ გურამიშვილთან, მიწისქვეშა გადასასვლელის მარცხენა მხარეს, სადაც მეტროს მუშაობის ნებისმიერ დროს უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი გადაადგილდება, ჩამოშლის საფრთხე ემუქრება. ვიდეოს პოპულარული გვერდი ‘ჩემი ქალაქი მკლავს” აქვეყნებს და მასზე კარგად ჩანს გამდინარე წყლისგან დანოტივებული და დარბილებული ჭერის ნაწილი, რომელიც თანდათან იშლება.
ამის მიუხედავად, გადასასვლელი არ არის გადაკეტილი და არც აღდგენითი სამუშაოებია დაწყებული.
შეგახსენებთ, ვაგზლის მოედანთან ავარიული შენობის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოები ჯერ კიდევ 2024 წლიდან ქვეყნდებოდა. ახლო ხედით გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს შენობაზე არსებული ორი დიდი ბზარი და ის ადგილი, რომელიც 14 ივლისს ჩამოიშალა. კომენტარებში წერენ, რომ შენობასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს თბილისის მერიას, მათ შორის, წერილობითაც, თუმცა დედაქალაქის მერიის მხრიდან განცხადებებს რეაგირება არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, შენობის ზედა ნაწილი 14 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე ჩამოიშალა. დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებიც ჩამოშლის მომენტში ტროტუარზე იმყოფებოდნენ.
ვაგზლის მოედანთან შენობის ავარიულობაზე ვიდეოები ერთი წლის წინაც ქვეყნდებოდა
















