მეტრეველის ქუჩის N1-ში ავარიული შენობის გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში მწვავედ ავარიული საცხოვრებელი შენობების კაპიტალური გამაგრების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი მეტრეველის ქუჩის N1-ში მდებარე სახლის სრული რეაბილიტაციაა, სადაც 17 ოჯახი ცხოვრობს.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე სარდაფებში მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, საძირკველი კი, რკინა-ბეტონით მაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა.

პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პატაშა“ 310 333 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი: გაუგებარი ჭორაობის საფუძველზე მიმდინარეობს გიორგი გახარიას დისკრედიტაციის მცდელობა
შემდეგი სტატიაჟენევაში პუტინ-ბაიდენის მოლაპარაკებები დასრულდა