მეტი საქართველო გავაცნოთ ევროპას და მეტი ევროპა შემოვიტანოთ საქართველოში – ირაკლი ალასანია

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “ძალზედ მნიშვნელოვან მიღწევად” აფასებს.

ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ კურიერთან პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„ეს არის დიდი მიღწევა. ისტორიული მომენტია ეს, მაგრამ წინ კიდევ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს. ჩვენ საშუალება მოგვეცემა, მეტი საქართველო გავაცნოთ ევროპას და ასევე, მეტი ევროპა შემოვიტანოთ საქართველოში. ჩვენ ევროპული სტანდარტები უნდა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მან სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრება უნდა დაიწყონ.

„ერთმანეთს ტალახი აღარ უნდა ვესროლოთ და ერთმანეთის ბინძურ ამბებში ქექვას უნდა შევეშვათ,“ – განაცხადა ალასანიამ და 2016 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„დიდი სისულელე არ უნდა ჩავიდინოთ. ასეთი სისულელეების ჩადენისგან დაზღვეული არ ვართ, თუკი გადავავლებთ ჩვენს ისტორიას თვალს. კიდევ მეტი გაასმაგებული შრომა მოგვიწევს. წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს კითხვის ნიშნის გარეშე, რომ გავაგრძელოთ ევროპისკენ დიდი ნაბიჯებით სიარული,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში,,არ დავტოვეთ არცერთი ცარიელი ადგილი ვიზალიბერალიზაციის საკითხში შედეგის მისაღწევად”
შემდეგი სტატია,,ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები”