მეტი როგორღა უნდა გვამხილოს ღმერთმა, რომ ჩვენი “მორწმუნეობის” და “წილხვედრობის” მყრალი სიყალბე დავინახოთ?!

დეკანოზი ტამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება.

“დღეს, ლობიანებით ჭამით ბარბარობა რომ იზეიმა “მორწმუნე” ერმა, ძალადობისგან სასოწარკვეთილმა, 15 წლის ბავშვმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მეტი როგორღა უნდა გვამხილოს ღმერთმა, რომ ჩვენი “მორწმუნეობის” და “წილხვედრობის” მყრალი სიყალბე დავინახოთ?! ყალბია და საზიზღარი ფარისევლობაა ჩვენგან ამ დღესასწაულების აღნიშვნა, როცა ამ დროს ჩვენს გვერდით გამწარებულ ბავშვს აღმოხდება, “ამ ცხოვრების დედაც”-ო და შემდეგ ამის გამო მოძალადე ჯალათებისგან არაადამიანურად დასჯილი თავს მოიკლავს. ყარს ჩვენი სიყალბე! ისიც იცოდეთ, რომ წმ. ბარბარე ბავშვების მფარველია და ამ ბარბარობას საქართველომ მას კიდევ ერთი ბავშვი მოუკლა. ”

banner
წინა სტატიაშიბათუმში მდუმარე აქცია გაიმართა – ბოდიში ლუკა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს