მეტი ხმის მქონე კლინტონი ამერიკულმა საარჩევნო სისტემამ დაამარცხა

15046265_673006199526237_940122382_nამერიკული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა, თითქმის 175000 მხით მოუგო რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, თუმცა ამერიკული საარჩევნო სისტემის წყალობით ის დამარცხდა, რადგან ამერიკელი მოქალაქეები, როგორც ამომრჩევლები, კანდიდატისათვის ხმის მიცემით არა პრეზიდენტს ირჩევენ – არამედ პრეზიდენტის ამრჩევებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კანდიდატს ამერიკელთა 59 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, თუმცა სხვაობა ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ 175000 ხმას უტოლდება… მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ტრამპმა იმ შტატებში გაიმარჯვა, რომელთა კვოტებიც ,,პრეზიდენტის ამრჩევთა,, რაოდენობით უფრო მეტია, ვიდრე იმ შტატებში სადაც ჰილარი კლინტონის დომინატობა დადასტურდა, გამარჯვებულად ტრამპი გამოცხადდა.
ამერიკის პრეზიდენტობისთვის კანდიდატს, გამარჯვებული შტატებიდან მინიმუმ 270 ,,პრეზიდენტის ამრჩევი,, სჭირდება, ტრამპს კი ისინი – 289-მდე ჰყავს, რაც მისი პრეზიდენტობისათვის საკმარისზე მეტია.

banner
წინა სტატიაშიNATO-მ ხმელთაშუა ზღვაზე ოპერაცია დაიწყო
შემდეგი სტატია(video) ამერკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა