მეთიუ მილერი ბელარუსის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ბელარუსის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება. როგორც მილერი აცხადებს, შეერთებული შტატები ელოდება, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემს სხვა ქვეყნის სუვერენულ საჰაერო სივრცეს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ პოლონეთის მთავრობამ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენულ საჰაერო სივრცეს. ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფას ძალიან სერიოზულად“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა

ასევე, მილერის თქმით, ნატო-ს მე-5 მუხლის გამოყენების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას და აშშ მუდმივ კონტაქტზეა ნატო-ს ყველა მოკავშირესთან.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისთვის შექმნილი API მენეჯერისთვის 2023 წლის ტოპ ინოვატორად დაასახელა
შემდეგი სტატიათემურ ცამციშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ჩამოხსნილია ევროკავშირის დროშა და დარწმუნებული ვარ, ეს არის „ქართული ოცნების“ პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძლება