მეთიუ მილერი – აშშ გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს მიმდინარე ოკუპაციით

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიკვიპროსული მედია, გოგა ფარცვანიას გარდაცვალების დეტალებზე წერს
შემდეგი სტატიამირიამ ლექსმანი – ტრაგიკული ინფორმაცია კირბალიდან, მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი ამაზრზენი ინციდენტი აღარ განმეორდეს