მეთიუ ბრაიზა: საქართველოს მთავრობას უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება, გაარკვიოს, თუ როგორ გამოვიდეს ამ კრიზისიდან

დიპლომატი და ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა - აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ “ქართული ოცნების” მიერ მიშელის შეთანხმების ანულირება შეაფასა და გადაწყვეტილება არაკეთილგონივრულად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება, გაარკვიოს, თუ როგორ გამოვიდეს ამ კრიზისიდან.

ამ თემაზე ბრაიზამ “ინტერპრესნიუსთან” ისაუბრა.

“როგორც ამერიკელი და აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველომ და ყველა ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არ მოსწონთ მათ ერთმანეთი, კვლავ ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და საქართველოს მოსამზადებლად ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ამიტომ, ყველამ უნდა გადალახოს მოკლევადიანი გაღიზიანება, კი ბატონო, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მოკლევადიანი პოლიტიკური დავები და წინ წასწიოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში სრული წევრობა.

მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება, გაარკვიოს, თუ როგორ გამოვიდეს ამ კრიზისიდან და დარწმუნდეს, რომ ქვეყანაში არსებულ კანონის უზენაესობას ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში სანდოდ ხედავენ. პრობლემურია რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ფიასკო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ 19 აპრილის შეთანხმების მიღმა; სატელეკომუნიკაციო თუ სატრანსპორტო სექტორში არსებობს ბიზნეს დავები, რომლებიც საქართველოში კანონის უზენაესობის ხელშეუხებლობაზე ასევე კითხვებს აჩენს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა იპოვის გზას, დაარწმუნოს ოპოზიცია, რომ ის წინსვლისთვის მზადაა და ამის ერთგულია. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, არაკეთილგონივრულია იმ ხელშეკრულების მიტოვება, რომელიც შარლ მიშელთან და ევროპულ კომისიასთან ერთად იქნა გაფორმებული”, – აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ახლა თუ მოაწერს ხელს, ეს იქნება სიყალბის პიკი
შემდეგი სტატიაფადი ასლი: ქვეყანა ქართული ოცნების პერიოდში კურსს იცვლის და სრული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ