მეთიუ ბრაიზა: ქართველები ვაშინგტონიდან ვიღაცის თეთრი ცხენით ჩამოსვლას არ უნდა ელოდებოდნენ

დიპლომატი და ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა - აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე

„ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ძალებს უნდა ეყრდნობოდეს“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

ბრაიზას თქმით, თუ პოლიტიკური პრობლემები სხვა ქვეყნის ჩარევას ითხოვს, ეს ადამიანებს აფიქრებინებს, რომ საქართველოს დემოკრატია არ არის მომწიფებული.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ძალებს უნდა ეყრდნობოდეს. არ უნდა ელოდებოდნენ, რომ ვიღაც ვაშინგტონიდან თეთრი ცხენით ჩამოვა. გარე ზეწოლა ამას ვერ მოაგავრებს, შიგა ქართული გადაწყვეტილება უნდა იყოს და ორივე მხარემ უნდა იპოვოს საშუალება, რომ მიაღწიონ შეთანხმებას. ვფიქრობ, რომ ვაშინტგონსა და ბრიუსელში იმედგაცრუებულები არიან, როდესაც საქართველოს მოსახლეობა, ეს იქნება მთავრობა ან ოპოზიცია, უყურებენ გარე ძალებს რომ მათ მოაგვარონ ქართული პრობლემები. თუ დემოკრატიულ-პოლიტიკური სისტემა ითხოვს სხვა ქვეყნის ჩარევას, რათა შიგა პოლიტიკური პრობლემები მოგვარდეს, ეს საზღვარგარეთ, ადამიანებს აფიქრებინებს, რომ საქართველოს დემოკრატია არ არის მომწიფებული, იმიტომ, რომ ქვეყანა თვითონ ვერ წყვეტს პრობლემებს, მაშინ შეუძლებელია საქართველო გაწევრიანდეს ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა ბრაიზამ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმეთიუ ბრაიზა: გახარია მოიქცა, როგორც სახელმწიფო მოღვაწე
შემდეგი სტატიაავარია ზუგდიდში – ექსკლუზიური ვიდეო