მეთიუ ბრაიზა: ინაშვილი გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს, ეს ჩაშლის გეგმაა

დიპლომატი და ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა - აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე

“მართლაც საცოდაობაა. ეს პიროვნება [ირმა ინაშვილი] გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს და ცხად ნიშნებს. ეს გეგმაა ჩაშლა – ჩაშალო პოლიტიკა, ჩვენი კონფერენცია, გაანადგურო საქართველო – აქ შემოჭრით და ოკუპაციით, გაანადგურო უკრაინა – შეჭრით და ოკუპაციით, რათა რუსეთმა მოიპოვოს კონტროლი და არ დაკარგოს ეს ქვეყნები NATO-სთან. ეს იმდენად ცხადია, სასაცილოა. ”-აცხადებს ბრაიზა ამერიკის ხმის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ინაშვილის დღევანდელ საქციელს.

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი – საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, რაც გარდაუვალი საკითხია
შემდეგი სტატიაკრამერი – საკითხი ეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზების ძიებას, რაც არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე მითითებას