მეთიუ ბრაიზა: გახარია მოიქცა, როგორც სახელმწიფო მოღვაწე

“გახარიამ გვანახა, რომ იქცევა, როგორც სახელმწიფო მოღვაწე“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

ბრაიზას თქმით, გახარიამ გადადგომით სწორი ნაბიჯი გადადგა.

„მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური გადაწყვეტილებაა.  იგი გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან, ზუსტად იმიტომ, რომ არ დაეთანხმა წამყვანი ოპოზიციური ფიგურის დაკავებას  და პოლიტიკური პარტიის შტაბ-ბინაზე შტურმს. ასეთი რამე (ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება და შტურმი პარტიის ოფისზე) დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება და  გახარიამ გადადგომით სწორი ნაბიჯი გადადგა. სწორია იმის თქმა, რომ თუ უნდა იყოს თავისუფალი და ღია არჩევნები მე მხარს დავუჭერ ამ კონტენტს, – ეს უნდა გააკეთოს პოლიტიკოსმა.  მან გვანახა, რომ იქცევა, როგორც სახელმწიფო მოღვაწე“, – განაცხადა ბრაიზამ.

banner
წინა სტატიაშიკახაბერ ქემოკლიძე – ამერიკელმა პარტნიორებმა გახარიას გადადგომის გადაწყვეტილება სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს
შემდეგი სტატიამეთიუ ბრაიზა: ქართველები ვაშინგტონიდან ვიღაცის თეთრი ცხენით ჩამოსვლას არ უნდა ელოდებოდნენ