მეთიუ ბრაიზა : 2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 18, 2019 12:32

მეთიუ ბრაიზა : 2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა

ამერიკელი დიპლომატი, მეთიუ ბრაიზა „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან” ინტერვიუში საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2008 წლის გაზაფხულზე, მათ შეიმუშავეს გეგმა ვაშინგტონში, რომ „საქართველოს თავი დაეძვრინა იმ მახისგან, რომელის დაგებასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა“.

მისი განცხადებით, პუტინის მახე სააკაშვილს ორ გამოსავალს უტოვებდა: უსიტყვოდ დათანხმებოდა რუსეთს კონტროლი აეღო აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“, ან შეიარაღებულ კონფლიქტში შესულიყო.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა სხვა გეგმის განხილვა და შევიმუშავეთ მთელი რიგი ზომები, რომელიც მათ შორის მოიცავდა კოდორის ხეობაში ევროკავშირის პოლიციის ყოფნას, მაგრამ საბოლოოდ, გერმანელებმა, რომლებიც „საქართველოს მეგობართა ჯგუფს“ ხელმძღვანელობდნენ, ამოიღეს ყველა ის პირობა, რომელსაც რუსეთი შეეწინააღმდეგებოდა“, – განაცხადა ბრაიზამ.

მეთიუ ბრაიზა 2008 წლის ბუქარესტის სამიტსაც იხსენებს და ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მყარად უჭერდა მხარს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას, თუმცა ეს საკითხი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაბლოკა. მისივე თქმით, მსგავსი რამ შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს.

„გერმანელები ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, ყოველთვის ყველაზე მეტად ცდილობდნენ კონფრონტაციაში არ შესულიყვნენ რუსეთთან. ეს გასაგებია, ქვეყნის დრამატული ისტორიიდან გამომდინარე. გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ცდილობდა არ გატარებულიყო ისეთი პოლიტიკა, რასაც დაპირისპირება მოჰყვებოდა რუსეთთან“, – აცხადებს ბრაიზა.

ამასთან, ბრაიზა კონფლიქტებთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკასაც აკრიტიკებს.

„როდესაც კონფლიქტი არსებობს, კერძოდ სამხედრო კონფლიქტი, ისინი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ თან ისე, რომ არავის დანაშაულზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ ყველა მხარე ნაწილობრივ დამნაშავეა. რაც შეეხება საქართველოს 2008 წელს, დამნაშავე ერთი მხარე იყო: სანამ ცოცხალი ვარ, სულ დავიჯერებ, რომ რუსეთმა მოახდინა ამის პროვოცირება, რუსეთმა დაიწყო თავდასხმა, მაგრამ საქართველოს პასუხი, საუბედუროდ ისეთი იყო, რომ საბოლოოდ მის ინტერესებს ზიანი მიაყენა“, – განაცხადა ბრაიზამ.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 18, 2019 12:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics