მეტეხის ხიდზე ავტოშოუ გაიმართება

მეტეხის ხიდზე, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ჟურნალ „აუტო ბილდის“ ორგანიზებით ტრადიციული ავტოშოუ გაიმართება. ღონისძიება თბილისობის ფარგლებში ტარდება. ხიდზე ასევე გამოფენილია თბილისის ავტომუზეუმის უნიკალური ავტომობილები. ასევე, სპორტული მანქანები, მოტოციკლეტები, სკუტერები, ველოსიპედები და სხვა საინტერესო მოდელები.

გუშინ მეტეხის ხიდზე დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ანტიკვარულ და ხელნაკეთ ავტომობილებს, ასევე ესარგებლათ სპეციალური ფასდაკლებით ახალ ავტომობილებზე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაკახეთში ღვინის ფესტივალი „თელავინო“ გაიმართა