მეტეხის ხიდთან, მტკვარში მაშველები მოქალაქეს ეძებენ

მეტეხის ხიდთან, მტკვარში მაშველები მოქალაქეს ეძებენ. როგორც “რუსთავი2”-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები 112-ში შესული ზარის საფუძველზე დაიწყო.

უწყების განმარტებით, მოქალაქემ რომელმაც ზარი განახორციელა თქვა, რომ სავარაუდოდ ერთი პირი მტკვარში გადახტა.

მეტეხის ხიდთან, მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური.

მეშველები სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებენ.

banner
წინა სტატიაშიჟურნალი “მასწავლებელი” 10 წლის გახდა
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა