მეტეხის გვირაბში პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები გამოიცვლება, 5 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება, რის გამოც, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება“, – აცხადებენ მერიაში.

banner
წინა სტატიაში“დაუბალანსებლი და ხარვეზიანი ოქმები ყოველთვის გვხვდებოდა, ჩვეულებრივი საარჩევნო პრაქტიკაა “
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – სამართლებრივი გზით სიარული არის, გასაჩივრება იმავე საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელმაც ეს გაყალბებები ჩაიდინა. შემდეგ კი სასამართლოში, საჩივრები მურუსიძე და ჩინჩალაძის კლანთან ხვდება