26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

Meta-ს პლატფორმების გლობალური გათიშვა: სერვისები ბრუნდება, თუმცა ხარვეზი ბოლომდე არ აღმოფხვრილა

კომპანია Meta-ს სოციალური ქსელებისა და აპლიკაციების მუშაობა, რამდენიმე საათიანი გლობალური შეფერხების შემდეგ, ეტაპობრივად განახლდა. ხარვეზი, რომელიც დღეს, 12 ივნისს, თბილისის დროით დაახლოებით 17:45 საათზე დაიწყო, პლატფორმის როგორც მობილურ აპლიკაციებს, ისე ვებგვერდებს შეეხო.

Meta-ს კომუნიკაციების ვიცეპრეზიდენტმა, ენდი სტოუნმა დაწერა, რომ კომპანიის სერვისების მუშაობა ნაწილობრივ აღდგა, თუმცა სრულ აღდგენას გარკვეული დრო შესაძლოა დასჭირდეს.

“ჩვენ ვბრუნდებით, თუმცა შესაძლოა ცოტა დრო დასჭირდეს იმას, რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს”. – დაწერა სტოუნმა X-ზე.

მანამდე, როგორც სტოუნი წერდა, Meta-მ იცოდა, რომ მომხმარებლებს “მათ მომსახურებაზე წვდომის პრობლემა ჰქონდათ” და ამასთან დაკავშირებით “მუშაობდნენ”.

შეფერხებების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიაბას არაღჩი: ვაშინგტონი და თეირანი ახლოს არიან ურთიერთგაგების თაობაზე მემორანდუმის გაფორმებასთან
შემდეგი სტატიაცნობილი ხდება იმ საგზაო დარღვევების ჩამონათვალი, რომლებზეც, შესაძლოა, ჯარიმები 40-75%-ით შემცირდეს