24.9 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

„სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითბილისში, საბურთალოზე, საცხოვრებელ ბინაში შუახნის მამაკაცი და ქალი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა