მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან უხვი ნალექის გამო მთის ნაშალი ჩამოინგრა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან უხვი ნალექის გამო მთის ნაშალი ჩამოინგრა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა ჩახერგილია.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, შემთხვევის ადგილზე უკვე წავიდა ტექნიკა, დაახლოებით ერთ საათში გზა გაიწმინდება და გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიხათუნა გოგორიშვილი – ბიძინა ივანიშვილის წერილი უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურებაა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ მაქვს