მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა სრულდება

მესტიის მუნიციპალიტეტში ლატალის და ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშვო ბაღები შენდება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის პროცესს სოფელ ლატალში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ლატალის ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს, ბაღის მშენებლობა დასრულებულია და ამჟამად კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

ლატალის ბაღის მშენებლობისთვის 360 ათასი ლარია გამოყოფილი, ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მესტიის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღები უკვე აშენდა ლენჯერში, ნაკრაში, ხაიშში, იდლიანსა და ჭუბერში.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: მივმართავ ამერიკის პრეზიდენტს, ტრამპს გახსნას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა და განალაგოს მასზე ატომური ბირთვული იარაღი
შემდეგი სტატიარატომ იცავს და ხელს აფარებს რუსულ მხარეს ბატონი ლევან აბაშიძე?!