6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

მესტიის გზაზე მოქალაქეებმა ღამე ავტომობილებში გაათენეს – ვითარება ბარჯაშთან

უკვე, მეორე დღეა, ზუგდიდი-მესტიის მთავარ საავტომობილო გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია.

სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა გზა ჩახერგა, ჩამოწოლილი მასა დიდია, ადგილზე კი მხოლოდ ერთი ექსევატორი მუშაობს.

მოქალაქეები, რომლებიც მესტიიდან საკუთარ ქალაქში ბრუნდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იყვნენ, საკუთარ მანქანებში და ელოდებოდნენ გზის გახსნას, მაგრამ უშედეგოდ.

სამუშაოები გუშინ გვიან ღამით შეწყდა და დღეს დილიდან განახლდა.

banner
წინა სტატიაშიარ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება
შემდეგი სტატიანაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა