მესტიაში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

პოლიციამ მესტიაში განზრახ მკვლელობის საქმეზე 1 ადამიანი დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში54 წლის ასაკში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მთელი გულით ვგლოვობ გია ხარჩილავას