მესტიაში საკრებულოს დეპუტატი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

,,თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით მესტიაში საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. ინციდენტი სავარაუდოდ მაშინ მოხდა როდესაც დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ,,თაიმერის” ინფორმაციით ნიგურიანს სადაო მიწის ნაკვეთის გამო ახლობელმა ესროლა. მესტიის მერმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია ,,თაიმერს” დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მკვლელი ამ დროისთვის მიმალულია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ლომარ ნიგურიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. 1989-2002 წწ-მესტიის რაიონის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი გახლდათ.
2003-2005 წწ-სამთო მსროლელი რაზმის ,,სვანეთი’’ შტაბის უფროსი. 2005-2006 წწ-მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი. 2006-2010 წწ-მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. 2010 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა. 2017 წელს კიდევ ერთხელ შევიდა საკრებულოში დეპუტატის მანდატით.
ნიგურიანი 50 წლის გახლდათ.

banner
წინა სტატიაში“ვეშაპები, ღლავები და ლიფსიტები, ტენდერებით სხვადასხვა დონეზე შოულობენ ფულს” – ოპოზიცია სახელმწიფო შესყიდვებზე
შემდეგი სტატია“არაფერია გასაკვირი, რომ შემომწირველები არიან ის ფირმები, ვისაც ამის საშუალება აქვს” – მდინარაძე “გამჭვირვალობის” ანგარიშს ეხმაურება