მესტიაში საკარანტინო ზონები მოეწყო

მესტიაში კულტურის ცენტრსა და მულახის სპორტ სკოლაში საკარანტინო სივრცე მოეწყო. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს. მისივე თქმით, შენობები სათანადოდ ადაპტირებულია და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. მერი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზონაში 56 ადამიანის მიღებას შეძლებენ.

„ამ ეტაპზე იქ ერთი ადამიანი იმყოფება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს მალე დატოვებს. მოსახლეობას საკარანტინო სივრცის მოწყობაზე არ ჰქონია პრეტენზია,ტურისტი რომელიც საკარანტინო სივრცეშია,მალე დატოვებს ქვეყანას“,- ამბობს მესტიის მერი.

banner
წინა სტატიაშიგორის საკარანტინე სივრცეში 35 ახალი პაციენტია, აქედან 6 პირს საეჭვო სიმპტომები აქვს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის გავრცელების გამო ევროპა კარანტინის რეჟიმზე გადავიდა