მესტიაში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრი საქმიდან წაშლილია – ოჯახი სისხლის აღებით იმუქრება

მესტიაში 26 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრი საქმიდან წაშლილია. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მტკიცებულება პროკურატურამ განზრახ გაანადგურა და ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ხელისუფლება მფარველობს.

ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების, სისხლის აღებით იმუქრება და ამბობს, რომ რადიკალურ ნაბიჯებამდე ხელისუფლების უმოქმედობამ მიიყვანა.

„გააკეთონ თავისი საქმე, ისე რომ ჩვენ აქ მკვლელობა არ ჩავიდინოთ. არც ნიგურიანი მოვკლათ, არც მუშკუდიანი, არც ქურდიანი მოვკლათ, რად უნდათ ის თავხედები. ექვსივე მკვლელია ეს. რატომაა იცი ეს ექვსივე მკვლელი? ზოგი იჭერდა, ზოგი არტყამდა“-ამბობს ლუკა ფალიანის დედა როზა ფალიანი.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ფალიანი მესტიაში ზაფხულში მოკლეს. შს სამინისტროს მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი ჰყავს. ფალიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ ნიგურიანის გარდა მკვლელობაში კიდევ ხუთი პირი მონაწილეობდა. ფალიანების მტკიცებით, მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულია.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის რკინიგზის ბიუროს ფილიალის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის მამა და ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ