მესტიაში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს სოზარ სუბარი შეხვდა და მათ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა.
მინისტრმა ის სახლებიც მოინახულა, რომლებსაც სამინისტრო, მონიტორინგის დასრულების შემდგომ, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის შეისყიდის. სოზარ სუბარი სოფელ ჭუბერში აფხაზეთიდან დევნილ ცინდელიანების ოჯახსაც ესტუმრა. 6 სულიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რაც მათ შემოსავლის წყაროს გაჩენაში დაეხმარება.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელორუსისთვის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიაფინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს ვიზალიბერალიზაციის პროცესს საქართველოსა და უკრაინისთვის