მესტიაში კორეელი ტურისტი გააუპატიურეს

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, მესტიაში კორეელი ტურისტი, 25 წლის ქალი გააუპატიურეს. შემთხვევა 1 ივნისს, ღამის 3 საათზე, მესტიის ცენტრალურ პარკში, მერიისა და პოლიციის შენობებიდან 20 მეტრში მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ამ დრომდე დაკავებული არ არის. სავარაუდოდ იგი ადგილობრივი მკვიდრია. დაზარალებული კი უკვე დაკითხეს მესტიის პოლიციაში.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგენერალი გოგი თათუხაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაფილარმონიასთან „ქართული მარშის“ 10-ზე მეტი აქტივისტია დაკავებული