მესტიაში არც ერთი პირი არ იმყოფება თვითიზოლაციაში

მესტიის მუნიციპალიტეტში არც ერთი პირი არ იმყოფება თვითიზოლაციაში და არც კარანტინში,- ამბობს მესტიის მუნიციპლიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნია ბჟალავა.
„მარტის დასაწყისში გვყავდა თვითიზოლაციაში 4 იტალიელი ტურისტი,რომლებმაც დატოვეს ქვეყანა,ამ ეტაპზე არც ერთი პირი არ გვყავს და შესაბამისად მივყვებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს“,- ამბობს იგი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტია. კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 73 პირია განთავსებული.

banner
წინა სტატიაშითბილისის უფასო სასადილოებში დღეიდან მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა
შემდეგი სტატიასაქართველო 18 მარტიდან სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლას კრძალავს